გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Audi აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტარიფების ფონზე აშშ-ში მანქანების ექსპორტს აჩერებს და 2 აპრილის შემდგომ გაგზავნილ მანქანებს აშშ-ს პორტებში ინახავს. ამის შესახებ Reuters იტყობინება. 

Reuters-ის თანახმად, Audi-მ ავტოდილერებს შეატყობინა, რომ 2 აპრილიდან ავტომობილების ექსპორტი შესაბამის გაფრთხილებამდე არის გაჩერებული. 

აშშ-ში Audi-ს მფლობელი კომპანიის, Volkswagen-ის საწყობებში დაახლოებით 37 000 მანქანა ინახება, რომლებზეც ტარიფები არ ვრცელდება - კომპანიას ამ მარაგის გასაყიდად, სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება. 

Reuters აღნიშნავს, რომ საავტომობილო მომსახურების მიმწოდებლის, Cox Automotive-ის მონაცემებით, ავტომწარმოებლებს აშშ-ში განთავსებული დაახლოებით სამი თვის სამყოფი მარაგი აქვთ, რომლის გაყიდვაც შეუძლიათ, სანამ ტარიფებთან გასამკლავებლად გრძელვადიან სტრატეგიას შეიმუშავებენ. 

ცნობისთვის, ტრამპმა აშშ-ში ავტომობილებისა და მისი ნაწილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფები გამოაცხადა, რომლებიც ძალაში 3 აპრილს შევიდა.