ათენის ჩრდილოეთით ახალი ტყის ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. იუწყებიან, რომ ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.
ადგილზე 50-ზე მეტი მეხანძრე, 16 ერთეული ტექნიკა, ორი სპეციალური თვითმფრინავი და ვერტმფრენი მუშაობს.
დაიღუპა ადგილობრივი ფერმერი. პოლიცია მიიჩნევს, რომ განგაშის შემდეგ კაცი საკუთარი ცხოველების გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო.
მედია წერს, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს რვა დაშავებული – მეხანძრეები და მოხალისეები.
ხანძარი ემუქრება ორ უახლოეს სოფელს – სკერფისა და სარანტის, მიმდინარეობს ევაკუაცია. მეხანძრე-მაშველები ცდილობენ, ცეცხლმა არ მიაღწიოს დასახლებულ პუნქტებამდე.
გარდა ამისა, ხანძარი გაჩნდა კუნძულ ევბეაზე და ჩრდილო-აღმოსავლეთით ანოდროსინში. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ ალექსანდროპოლისთან. ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება გართულებულია.