კალიფორნიაში Fort Hunter Ligget- ის სამხედრო ბაზაზე, კარვების კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგად 22 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამის შესახებ სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ იტყობინება.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 31:30 საათზე, წვრთნების დროს მოხდა. მომხდარის მიზეზი ვერტმფრენი UH-60 Blackhawk იყო.
კარავი ჰაერის ნაკადის ზემოქმედების შედეგად ჩამოინგრა.
დაზარალებულთაგან 4 საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენები კი მსუბუქად დაშავდნენ.