ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი worldometers აქვეყნებს.
აშშ-ში 7 აპრილს დაფიქსირებული მსოფლიოში ყველაზე უარესი მაჩვენებელი, კორონავირუსით დღე- ღამის განმავლობაში გარდაცვლილი 1943 კაცი, კიდევ უფრო სამწუხარო გახდა - განვლილ 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული  2035 კაცი გარდაიცვალა, მთელ მსოფლიოში განვლილი დე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 29,19% სულ, დღემდე, აშშ-ში კორონავირუსით 18747 კაცია გარდაცვლილი, მთელი მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 18,25%. აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 3,37% განვლილი დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 33732 შემთხვევა დაფიქსირდა, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში მთელ მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების 35,67% სულ, დღემდე, აშშ-ში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 502806 შემთხვევა, რაც მთელ მსოფლიოში გამოვლენილი შემთხვევების 29,59%-ს შეადგენს. 11 აპრილის დასაწყისისთვის მთელ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 1698835 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მათგან სრულად გამოჯანმრთელებული იყო 376184 კაცი ანუ 22,14%. კორონავირუსით გარდავლილთა რაოდენობა კი 102684 კაცი იყო, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 6,04%