აშშ-ს წარმომადგენლები უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად მოსკოვში დღეს ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

"ჩვენი წარმომადგენლები რუსეთში ახლა მიდიან", - თქვა ტრამპმა. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიიღო "ზოგიერთი დადებითი ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ".

მანამდე კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსული და ამერიკული მხარეები დაკონტაქტებას ამ კვირაში გეგმავენ. მისივე თქმით, მოსკოვი გულდასმით სწავლობს ჯედაში შეხვედრის შემდგომ განცხადებებს, მაგრამ ჯერ არ მიუღია შეერთებული შტატებისგან საჭირო ინფორმაცია მოლაპარაკებების არსზე.