შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 150 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის განცხადებაში.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვას, არტილერიას, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს, რომლებიც „კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის უნარს დაიცვას თავისი ტერიტორია რუსული თავდასხმებისგან და გააგრძელოს კონტრშეტევა რუსული ძალების წინააღმდეგ“.
პენტაგონის განმარტებით, სამხედრო დახმარების პაკეტი შეიცავს:
დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, AIM-9M-ის ტიპის რაკეტებს საჰაერო თავდაცვისთვის, Stinger-ის საზენიტო სისტემებს;
საბრძოლო მასალას HIMARS სისტემებისთვის;
155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს;
TOW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს;
ორი მილიონი ტყვიას მცირე შაშხანებისთვის;
ღამის ხედვის მოწყობილობებს;
ასაფეთქებელ საბრძოლო მასალას;
ზამთრის აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებს და სხვა დამხმარე აღჭურვილობისთვის.