აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ კიდევ ერთი მტკივნეული დარტყმა მიაყენა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ დაბლოკა ჯო ბაიდენის 430 მილიარდი დოლარის ოდენობით სტუდენტური სესხის ჩამოწერის გეგმა.

სტუდენტური სესხის ჩამოწერა ბაიდენი საარჩევნო დაპირების ნაწილი იყო და მისი განხორციელების შემთხვევაში სარგებელი 26 მილიონ ამერიკელს უნდა ენახა.

ბაიდენის ვალების შემსუბუქების გეგმას არკანზასი, აიოვა, კანზასი, მისური, ნებრასკა და სამხრეთ კაროლინა ეწინააღმდეგებოდნენ. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლო ვადის ამოწურვის ბოლო დღეს მიიღო.  

ბაიდენმა სასამართლოს გადაწყვეტილებას „გულდასაწყვეტი და არასწორი' უწოდა და თქვა რომ „ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა".