აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკა.
როგორც BBC წერს, რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს 110 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც 61 მილიარდ დოლარს უკრაინის დასახმარებლად მოიცავდა.
რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ უკრაინის დახმარება დაკავშირებული იყოს აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხთან.
კანონპროექტს მხარი სულ 51 სენატორმა დაუჭირა, ხოლო 49-ვე რესპუბლიკელი სენატორი წინააღმდეგი იყო. იმისთვის, რომ ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტი ,დაემტკიცებინათ სულ 60 სენატორის ხმა იყო საჭირო.