აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კალიფორნიელთა წინაშე წარსდგა და მათ შტატის გუბერნატორის გაწვევის კენჭისყრაში გევინ ნიუსომის მხარდაჭერისკენ მოუწოდა
ჯო ბაიდენმა ამომრჩეველს მოუწოდა არ დაუშვას ხელისუფლებაში გევინ ნიუსომის კონკურენტის, „დონალდ ტრამპის კლონი"-ს, რესპუბლიკელ ლარი ელდერის მოსვლა. „როგორც იცით, შარშან, არჩევნებში მე ვიბრძოდი ნამდვილი ტრამპის წინააღმდეგ", - თქვა ჯო ბაიდენმა და ტრამპის ხსენებისას პირჯვარი გადაიწერა. ასეთმა ჟესტმა  შეკრებილ აუდიტორიაში სიცილი გამოიწვია. ამომრჩეველთა წინაშე გამოსული გევინ ნიუსომის თქმით, არჩევნები უაღრესად მნიშვნელოვანია. „ჩვენ დავამარცხეთ ტრამპი, მაგრამ არ დაგვიმარცხებია ტრამპიზმი", - განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა.