აშშ-ის ნახევარზე მეტ შტატში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა.

წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის შუალედურ არჩევნებზე დემოკრატ კანდიდატების უპირატესობა აქვთ იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ამჟამად რესპუბლიკელები არიან წარმოდგენილი.

CBS News-ის პროგნოზით, ვირჯინიის შტატში დემოკრატი სენატორი მარკ უორნერი მანდატს შეინარჩუნებს. ჯორჯიის შტატში კი სენატორის არჩევნებში გამარჯვება მოქმედმა დემოკრატმა სენატორმა ჯონ ოსოფმა მოიპოვა.

მედიის ცნობით, დემოკრატებმა სენატის არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს დელავერის, ილინოისის, მასაჩუსეტსის, როდ-აილენდისა და ნიუ-ჯერსის შტატებში. მოქმედმა სენატორებმა მანდატები შეინარჩუნეს, ხოლო ილინოისში გამარჯვება დემოკრატმა ჯულიანა სტრატონმა მოიპოვა.

ცნობისთვის, აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგად დაკომპლექტდება წარმომადგენელთა პალატის 435-ვე ადგილი და სენატის 100 მანდატიდან 35. გარდა ამისა, 36 შტატში გუბერნატორებს აირჩევენ.