აშშ-ის მასშტაბით ქარიშხალს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ენბისი“ ნიუსი წერს. ყველაზე მეტი, ათი ადამიანი წყალდიდობასა და ქარიშხალს ტენესის შტატში ემსხვერპლა, ხოლო ყველაზე მეტად კენტუკის შტატი დაზარალდა. ამ შტატში მაშველებმა, შაბათ-კვირას 40-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.

ასევე, მიაღწია წყლის დონემ ელექტროსადგურს, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა, ელექტროენერგია გაეთიშა.

წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა ჯორჯიის, ინდიანას, არკანზასისა და მისისიპის შტატებშიც.