ჩვენ ველოდებით დამატებით დანაკარგებს და, როგორც ყოველთვის, ვიმუშავებთ დანაკარგები მინიმუმამდე შესამცირებლად, – ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, დენ კეინმა განაცხადა.

„ეს არ არის ერთი ღამის ოპერაცია. მიზნების მიღწევას გარკვეული დრო დასჭირდება და ზოგიერთ შემთხვევაში ეს რთული და შრომატევადი სამუშაო იქნება. როგორც ყოველთვის, ჩვენ დამატებით დანაკარგებს ველოდებით. ჩვენ ვიმუშავებთ აშშ-ის დანაკარგების მინიმიზაციაზე. აშშ-ის მხრიდან, ეს თვეების, და ზოგიერთ შემთხვევაში, წლების დაგეგმვის კულმინაცია იყო“, – განაცხადა მან.