ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეიტედ პრესი“ ავრცელებს
კვირას, პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში და ქვეყნის ჩრდილოეთში, მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის ძალადობრივი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაშავდა.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, კარაჩიში დემონსტრანტებმა აშშ-ის საკონსულოზე შტურმი სცადეს, ქვეყნის ჩრდილოეთში კი გაეროს და სამთავრობო ოფისებზე მიიტანეს იერიში.
ძალადობრივი დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ და ისრაელი ირანს თავს დაესხნენ და მოკლეს მისი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. კარაჩის პოლიციისა და საავადმყოფოს წარმომადგენლების ცნობით, შეტაკებების დროს სულ მცირე 50 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ზოგიერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ „ღრმა მწუხარება გამოთქვა ხამენეის მოწამებრივი სიკვდილის გამო“ და სამძიმარი გამოუცხადა ირანს, ნათქვამია მისი კანცელარიის განცხადებაში.
„პაკისტანი ირანელი ხალხის გვერდით დგას მწუხარების ამ მომენტში და იზიარებს მათ დანაკარგს“, - განაცხადა პრეზიდენტმა




