შაბათს, მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე მიიტანეს იერიში და ახალი სამხედრო კონფლიქტი გაჩაღდა, ავიაკომპანიებმა შეაჩერეს ფრენები ახლო აღმოსავლეთში.
ფრენის თვალთვალის რუკებზე ჩანს, რომ ირანის, ერაყის, ქუვეითის, ისრაელის და ბაჰრეინის საჰაერო სივრცე პრაქტიკულად ცარიელია მას შემდეგ, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ ირანს თავს დაესხა და აშშ-ის სამხედრო ძალებმა ამ ქვეყანაში სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმების სერია წამოიწყეს. ირანმა მასზე თავდასხმას ისრაელის და აგრეთვე სპარსეთის ყურის ქვეყნების იმ ქვეყნებზე სარაკეტო დარტყმებით უპასუხა, რომლებშიც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული.




