პენტაგონის ახალი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებს „უფრო შეზღუდულ“ მხარდაჭერას გაუწევს.
2026 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ აშშ-ის პოზიციის მოულოდნელი ცვლილება ფიქსირდება. სტრატეგია არბილებს ვაშინგტონის წინა პოზიციას ამ ქვეყნების მიმართ. დოკუმენტში ტაივანი არ არის ნახსენები და ხაზგასმულია ისრაელთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ახლო აღმოსავლეთში. „პენტაგონის პრიორიტეტია სამშობლოს დაცვა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც შეერთებულ შტატებში სამხედრო კონფლიქტის პოტენციურ მთავარ წყაროდ ითვლება, ამერიკული ქმედებების მიზანი უნდა იყოს „სამხედრო ძალაუფლების ხელსაყრელი ბალანსის“ უზრუნველყოფა.
ეს ქმედებები მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ამ რეგიონში ვერც ჩინეთმა და ვერ სხვამ ვერ შეძლოს ჩვენზე ან ჩვენს მოკავშირეებზე დომინირება. „მშვიდობა შესაძლებელია ამერიკელებისთვის ხელსაყრელი პირობებით, მაგრამ რომელთა მიღებაც ჩინეთსაც შეუძლია“, - ნათქვამია დოკუმენტში.
„როიტერი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტაივანი ამ კონტექსტში ნახსენები არ არის.
დოკუმენტი ასევე რეკომენდაციას უწევს აშშ-ს როლის შეზღუდვას ჩრდილოეთ კორეის შეკავებაში და ამ ამოცანაზე პირველად პასუხისმგებლობის სამხრეთ კორეას აკისრებს. პენტაგონის სტრატეგია არ გამორიცხავს კორეის ნახევარკუნძულზე ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირებას.
„სამხრეთ კორეა მზადაა აიღოს ჩრდილოეთ კორეის შეკავების პირველადი პასუხისმგებლობა, შეერთებული შტატების გადამწყვეტი, მაგრამ უფრო შეზღუდული მხარდაჭერით“, - ნათქვამია ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „პასუხისმგებლობის ეს გადანაწილება“ შეესაბამება ვაშინგტონის განზრახვას „ამერიკული ძალების პოზიციის განახლებას კორეის ნახევარკუნძულზე“.
დოკუმენტში ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით ნათქვამის თანახმად, ირანი შეერთებული შტატებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ისრაელი კი „სამაგალითო მოკავშირეა“.
„მიუხედავად იმისა, რომ ირანმა ბოლო თვეებში სერიოზული კრახი განიცადა, როგორც ჩანს, მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი აღადგინოს თავისი ჩვეულებრივი სამხედრო შესაძლებლობები“ და რომ თეირანი „ღიად ტოვებს ბირთვული იარაღის შექმნის კიდევ ერთი მცდელობის შესაძლებლობას“.
დოკუმენტი ხაზს უსვამს ისრაელს, როგორც „სამაგალითო მოკავშირეს“ და არ გამორიცხავს ებრაული სახელმწიფოს თავდაცვის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობას.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთი ნატოს წევრებისთვის აღმოსავლეთ ფლანგიდან მომდინარე „მუდმივ საფრთხეს“ წარმოადგენს.
მოსკოვი დარჩება „მუდმივ, მაგრამ მართვად საფრთხედ“ ნატოს წევრებისთვის მათ აღმოსავლეთ ფლანგზე. ნატოს ევროპული ქვეყნები „რუსეთს ეკონომიკით, მოსახლეობით და შესაბამისად, სამხედრო ძალის პოტენციალით აჭარბებენ“. ამასთან, რუსეთი კვლავ ფლობს მნიშვნელოვან სამხედრო და სამრეწველო რეზერვებს და ავლენს მზადყოფნას, აწარმოოს ხანგრძლივი ომი თავის საზღვრებზე. ამერიკული ძალები „გააგრძელებენ მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ნატოში, რათა უკეთ დაუპირისპირდნენ რუსეთის საფრთხეებს აშშ-ს ინტერესებისა და ჩვენი მოკავშირეების შესაძლებლობების მიმართ“, - ნათქვამია დოკუმენტში.
პენტაგონი გარანტირებულად უზრუნველყოფს „აშშ-ის სამხედრო და კომერციული წვდომას ძირითად ტერიტორიებზე, განსაკუთრებით პანამის არხზე, ამერიკის ყურესა და გრენლანდიაზე“.
ახლანდელი სტრატეგია ფუნდამენტურად განსხვავდება ცივი ომის შემდგომი წინა ადმინისტრაციების გრანდიოზული სტრატეგიებისგან, რომლებიც არ იყვნენ ფოკუსირებული ამერიკელების პრაქტიკულ ინტერესებზე. ეს სტრატეგია არ აერთიანებს ამერიკის ინტერესებს დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებთან - არ მიიჩნევს მსოფლიოს მეორე ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანის მიმართ საფრთხეს ამერიკელისთვის საფრთხედ. ეს სტრატეგია ჩვენი ცხოვრების წესის ძალით თავსმოხვევას არ მიიჩნევს აუცილებლობად და არ ცდილობს მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაჭრას. პირიქით, ის ფოკუსირებულია ამერიკელების უსაფრთხოების, თავისუფლებისა და კეთილდღეობის რეალურად სარწმუნო საფრთხეებზე. ეს სტრატეგია აღიარებ, რომ ზოგიერთი საფრთხე - მაგალითად, ჩვენი სამშობლოსთვის - უფრო პირდაპირი და აშკარაა, ვიდრე სხვა. თუმცა, ის ასევე აღიარებს, რომ ისეთ საკითხიც კი, რომელიც შეიძლება შორეულად მოჩანდეს - მაგალითად, აშშ-სთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე, მსოფლიოში უდიდეს ბაზარზე წვდომის შენარჩუნების მნიშვნელობა - მაინც არის განსაკუთრებულად რეალური, ჭეშმარიტად ფუნდამენტური შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებისთვის.
„ძირს, უტოპიური იდეალიზმი; გაუმარჯოს მკაცრ რეალიზმს. ეს არის მისია, რომელიც ომის დეპარტამენტს უნდა დაეკისროს - თამამად, აქტიურად და ყოყმანის გარეშე“- ნათქვამია დოკუმენტში.




