ამერიკელი მსახიობი, ბიზნესმენი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი, გულის ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.

70 წლის მსახიობს გულის ოპერაცია ლოს-ანჯელესში ჩაუტარდა, მას კათეტერის სარქველი გამოუცვალეს.

ავსტრიელი წარმომავლობის ამერიკელი ბოდიბილდერი, მსახიობი და ბიზნესმენი არნოლდ შვარცნეგერი ცნობილი ამ ფილმის მეშვებით გახდა - "Terminator", "Red Heat", "Conan the Destroyer", "Predator" და სხვა. 2003-2011 წლებში კი მას კალიფორნიის გუბერნატორის პოსტი ორჯერ ეკავა.