გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
"მსოფლიოს არ შეუძლია ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირების დაშვება," - განაცხადა გუტერეშმა.
ორშაბათს, გუტერეშმა განაცხადა, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაძაბულობამ "წლების განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეს" მიაღწია.
მისი თქმით, მზადაა ორივე ქვეყანას დაძაბულობის განმუხტვისა და დიპლომატიის ხელშეწყობის კუთხით დახმარება შესთავაზოს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "სამხედრო გადაწყვეტა გამოსავალი არ არის".