პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, თავისი ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე განათავსოს. დუდა მიიჩნევს, რომ ეს ერთ-ერთი შემაკავებელი საშუალება იქნება რუსეთის მომავალი აგრესიისგან.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, "აშკარაა", რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია, დასავლეთ ევროპაში ან შეერთებულ შტატებში განლაგებული ამერიკული ბირთვული ქობინი პოლონეთში გადაიტანოს.

პოლონეთის ლიდერმა თქვა, რომ მან ცოტა ხნის წინ ეს წინადადება უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, კეიტ კელოგთან შეხვედრისას განიხილა.

"NATO-ს საზღვრები აღმოსავლეთით 1999 წელს გადავიდა, ამიტომ 26 წლის შემდეგ NATO-ს ინფრასტრუქტურაც აღმოსავლეთისკენ უნდა გადავიდეს. ჩემთვის ეს აშკარაა", – თქვა დუდამ.