რუსეთის სასტიკი თავდასხმა კიევზე კიდევ ერთხელ ნათლად გვახსენებს, რამდენად მძიმე ადამიანური დანაკარგი მოაქვს ამ ომს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

ანიტა ორბანი უკრაინას კი სოლიდარობას უცხადებს.

"მშვიდობიანი მოსახლეობა არასდროს უნდა იღვიძებდეს რაკეტების, დრონების, აფეთქებებისა და საკუთარი სიცოცხლის შესახებ შიშის ფონზე. დანგრეული სახლები, განადგურებული ოჯახები, დაღუპული და დაშავებული უდანაშაულო ადამიანები, ეს მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმას და მსხვერპლთა და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ", – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.