ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ყირიმის თავზე ფრენისას სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი „ან-26“ ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ექვსი წევრი და 23 მგზავრი დაიღუპა.
„სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა „ან-26“-ის ჩამოვარდნის ადგილი დაადგინა. შემთხვევის ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ექვსი წევრი და 23 მგზავრი დაიღუპა“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და დასძენს:
„თვითმფრინავს არანაირი დარტყმითი დაზიანება არ მიუღია. ჩამოვარდნის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. ჩამოვარდნის ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია მუშაობს“.
საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ წყარზე დაყრდნობით წერს, რომ „ან 26“-ის ჩამოვარდნა კლდესთან შეჯახებამ გამოიწვია.




