საქართველოს საპატრიარქო განმარტებას აკეთებს სოციალურ ქსელში ჯგუფი ,,კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ნათლულები" გამოჩენასთან დაკავშირებით:
"ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გამოჩნდა ჯგუფი ,,კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ნათლულები“, სადაც იდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია. გვსურს გაცნობოთ, რომ ეს გვერდი არ არის საპატრიარქოს მიერ შექმნილი და არც ის არის ცნობილი ჩვენთვის, ვინ გამოიყენა პატრიარქის ნათლულების სახელი და შექმნა აღნიშნული ჯგუფი.
გიზიარებთ დღესდღეობით არსებულ საპატრიარქოს მიერ შექმნილ ნათლულთა გვერდის ლინკს.
https://www.facebook.com/patriarqisnatlulebi"- ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.








