ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა Algemeen Dagblad ავრცელებს.  

გუშინ, ამსტერდამში, „აიაქსის" და „აზ ალკმარის" მატჩის წინ, პოლიციამ მეტრო გააჩერა და  154 გულშემატკივარი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გულშემატკივრები მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად არ შეწყვიტეს ანტისემიტური შეძახილები.

ამსტერდამის მერის, ფელკე ჰალსემას თქმით,  2017 წლიდან „პსვ"-სთან ყოველი მატჩის დროს გაისმოდა ისეთი შეურაცხმყოფელი ლოზუნგები, როგორიცაა „ყველა ებრაელი გაზის კამერაში". რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, შარშან ზაფხულში „პსვ"-ს გულშემატკივრებს ამსტერდამში ყველა თამაშზე აუკრძალეს დასწრება, წელს კი მათი ბედი „აზ ალკმარის" გულშემატკივრებმა გაიზიარეს.

„აიაქსის" და აზ ალკმარის" შეხვედრა 0:0 დასრულდა და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გუნდები კვლავ მესამე და მეოთხე ადგილებზე არიან 

1. „ფეიენორდი" 31 23-7-1 75:28 76
2. „პსვ" 31 21-5-5 82:35 68
3. „აიაქსი" 31 18-9-4 79:32 63
4. „აზ ალკმარი" 31 18-7-6 59:32 61