Amnesty International საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. წერს, რომ ქვეყანაში, აქციის მონაწილეებმა "დიდი გამბედაობა" გამოიჩინეს და რეპრესიული უცხოელი აგენტების კანონპროექტი გააპროტესტეს.
ორგანიზაცია წერს, რომ საპროტესტო აქციები ძალადობრივად იქცა - სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და გამაოგნებელი ყუმბარები გამოიყენეს.
მათივე თქმით, ფართოდ გაკრიტიკებულმა კანონმდებლობამ მასობრივი პროტესტი გამოიწვია თბილისში სამშაბათს, იმავე დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით "უცხოური აგენტების შესახებ"ორი კანონპროექტიდან პირველი მიიღო.
"საბოლოოდ, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ მოუსმენდა მომიტინგეების ხმას, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ავსებდნენ ქალაქის ქუჩებს და გამოავლინეს დიდი გამბედაობა, როდესაც ისინი წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზს დაუპირისპირდნენ.
ყველა, ვინც დააკავეს, ახლა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. რამდენიმე აქტივისტი ამბობს, რომ პოლიციამ გადაკეტა გასასვლელი მარშრუტები, ასე დაიწყო აქტივისტების დევნა, დაპატიმრება, ცემა. პოლიციამ სცემა და დააკავა მინიმუმ 77 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეები და ჟურნალისტები.
ხშირ შემთხვევაში, პოლიციის მიერ ძალის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი და ვერ შეამცირა ზიანი და დაზიანებები. ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის ინტენსიური გამოყენება შეიძლება იყოს წამება ან სხვა არასათანადო მოპყრობა და საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული" - წერს Amnesty International.