უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება ადამიანის უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების სამუშაოსთვის ძირის გამოთხრით მოსახლეობის ადამიანის უფლებებს "საბოტაჟს თავად უწყობს" და ეს რეპრესია უნდა დასრულდეს. ამის შესახებ Amnesty International X-ზე წერს.
"საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე მცირდება. ხელისუფლებამ 7 NGO-ს ანგარიშები დააყადაღა და აქციის მონაწილეებისთვის დამცავი აღჭურვილობის დაფინანსების ბრალდებით "საბოტაჟის" სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. წინა საქმეებისგან განსხვავებით ამას შესაძლოა NGO-ების ლიდერების დაკავება მოჰყვეს.
დამოუკიდებელი NGO-ების "საბოტაჟის მონაწილეებად" შერაცხვით ხელისუფლება მათ მუშაობას ზღუდავს და ქვეყანაში სხვებს, ვინც ადამიანის უფლებებს იცავენ, გამყინავ გზავნილს უგზავნის.
ადამიანის უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების სამუშაოსთვის ძირის გამოთხრით საქართველოს ხელისუფლება თავის მოსახლეობის ადამიანის უფლებებს საბოტაჟს თავად უწყობს. ადამიანის უფლებების ეს რეპრესია უნდა დასრულდეს". - წერს Amnesty International.
The space is shrinking in Georgia for civil society. Authorities have frozen the accounts of 7 NGOs and opened a criminal case for “sabotage,” alleging they funded protective gear for protesters. Unlike previous cases, this could lead to the arrest of the NGO's leaders 1/3 pic.twitter.com/blcFNKyxYD
— amnestypress (@amnestypress) August 27, 2025