Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებაში ნათქვამია, რომ 19 წლის "ჯიქიას პროცესი პროცესი სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევებით ხასიათდებოდა".

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად სამართალდამცველების მიმართ არსებული მრავალი ბრალდებისა, მათ შორის წამების შესახებ, "ხელისუფლება არ იჩენს ნებას, გამოიძიოს პოლიციის მიერ ჩადენილი სერიოზული დარღვევები".

"საბა ჯიქიას სასამართლო პროცესი სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევებითა და მცირეწლოვანთა მართლმსაჯულების პროცედურების არაპრივილეგირებული გამოყენებით იყო დახასიათებული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ისინი, როგორც წესი 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებულებისთვის გამოიყენება.

მის წინააღმდეგ წარდგენილ მტკიცებულებებს შორისაა ვიდეოჩანაწერი, რომელიც დაცვის მხარემ  ეჭვქვეშ დააყენა და პროკურატურის ექსპერტის დასკვნა, რომლის დაკითხვის საშუალებაც დაცვის მხარეს არ მიეცა.

არსებობს უფრო ფართო ტენდენცია, რომლის მიხედვითაც არასამართლიანი სასამართლო პროცესების შედეგად მომიტინგეებს ხანგრძლივი სასჯელები მიუსაჯეს. ამავე დროს, ქართული ხელისუფლება არ იჩენს ნებას, გამოიძიოს პოლიციის მიერ ჩადენილი სერიოზული დარღვევები - დაკავებისას მომიტინგეების მიმართ მასშტაბური არაადამიანური მოპყრობისა და დაკავებისას წამების ბრალდებების მიუხედავად, სამართალდამცავ პირებს პასუხისმგებლობა არ აკისრია.

მართლმსაჯულებისადმი ასეთი შერჩევითი მიდგომა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლებამ ამგვარი დაუსჯელობა და უსამართლობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.