ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მომდევნო კვირას გრენლანდიას ეწვევიან - საუბარია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველზე, მაიკ უოლცსა და აშშ-ს მეორე ლედიზე, უშა ვენსზე.
ვიზიტი ამერიკელი პრეზიდენტის მხრიდან გრენლანდიის მიმართ გამწვავებული რიტორიკისა და მსოფლიოს უდიდეს კუნძულზე მიმდინარე კოალიციური მოლაპარაკებების ფონზე გაიმართება.
წყაროების ცნობით, ვიზიტი კერძო ხასიათისაა და 2 დღე გაგრძელდება.
უშა ვენსის და მაიკ უოლცის გარდა, კუნძულზე მდებარე ამერიკულ აეროდრომს ეწვევიან აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრი, კრის რაითიც.
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, Demokraatit-ის ლიდერი იენს-ფრედერიკ ნილსენი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში ამგვარი ვიზიტი "კიდევ ერთხელ აჩვენებს ამერიკელების მხრიდან გრენლანდიელი ხალხის უპატივცემულობას."
როგორც ადგილობრივი, ასევე დანიელი ოფიციალური პირები გამოხატავენ მზაობას აშშ-სთან ყველანაირი თანამშრომლობის გასაღრმავებლად, მაგრამ ეწინააღმდეგებიან კუნძულის ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შესვლას.
დონალდ ტრამპი უკვე დიდი ხანია, აცხადებს გრენლანდიის შეძენისა და თუ მიერთების სურვილს, მეტიც, ამერიკელი პრეზიდენტი ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს.
კუნძულზე მიმდინარე წნეხის ფარგლებში იანვარში გრენლანდიაში იმყოფებოდა ტრამპის უფროსი ვაჟი, დონ ჯუნიორი.