სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ შესაძლოა, გადადგეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისი საპრეზიდენტო მანდატი იწურება და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ვადაზე ადრე გადადგეს.

"შესაძლოა, მალე გადავდგე", – განუცხადა მან ჟურნალისტებს პეკინში ვიზიტის დაწყებისას.

ამასთან, ვუჩიჩმა სერბეთში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და მას "შინაარსს მოკლებული" უწოდა.