უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე წინ წაიწიეს, ზოგიერთი მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები ერთიდან სამ კილომეტრამდე დაწინაურდნენ.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოჩართვაში განუცხადა.
სირსკის თქმით, ბრძოლა ფრონტის მთელ ხაზზე გრძელდება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ყველა ღონისძიება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსანმა ქვეყნის პრეზიდენტს უთხრა, რომ გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი რუსეთის კურსკის ოლქში შექმნილი სამხედრო კომენდანტის განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებას.
რაც შეეხება ტყვეების გაცვლის ფონდს, მან თქვა შემდეგი: „ჩვენ ვაგრძელებთ მის შევსებას. ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს მალაია ლოკნიას რაიონში. იმედი მაქვს, იქ ბევრი ტყვე იქნება“.
თარგმანი: პირველი არხი.