ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტოები ავრცელებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ იგი შეხვდა პრეზიდენტს  და მნიშვნელოვანი და სერიოზულს საუბრის მიიღეს გადაწყვეტილება მიდგომებისა და სტრატეგიების შეცვლის აუცილებლობის შესახებ.

მოგვიანებით შეხვედრის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაწერა:

„მადლობა გადავუხადე <ზალუჟნის> ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაცვისთვის. ჩვენ განვიხილეთ, თუ რა სახის განახლება სჭირდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ასევე განვიხილეთ, ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში. ასეთი განახლების დროა - სწორედ ახლაა".  

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავარსარდლის პოსტზე სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელი ალექსანდრე სირსკი დანიშნა.