უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინსვლას კურსკში.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ისინი სტრატეგიულ მიზანს აღწევენ.
„ჩვენი უკრაინული დრონები მუშაობენ ზუსტად ისე, როგორც საჭიროა. სამწუხაროდ, არის რაღაცები, რასაც მხოლოდ დრონებით ვერ შეძლებ. საჭიროა სხვა, სარაკეტო იარაღი და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას უკრაინისთვის გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე, რადგან ეს წინდახედული გადაწყვეტილებები არის ჩვენი გამარჯვებისთვის“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.