ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ყირგიზეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ლუკაშენკოს თქმით, შეხვედრა ოქტომბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.  

ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული საინფორმაციო სააგენტო Belta ავრცელებს.

ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ლენინგრადის ოლქის გუბერნატორთან შეხვედრისას განაცხადა.

ამასთან, ლუკაშენკო აღნიშნავს, რომ ის პუტინს ტელეფონით ესაუბრა და მათ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.