სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელმაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეწყვიტა, ბელგრადის სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალში მოათავსეს. მედიის ცნობით, ვუჩიჩი აშშ-დან ჩამოსვლისთანავე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

აშშ-ში ვიზიტის დროს ალექსანდრ ვუჩიჩი შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარება მოითხოვა, გამოკვლევის შემდეგ კი დაუყოვნებლივ სერბეთში დაბრუნდა.

სერბეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ალექსანდრ ვუჩიჩის მდგომარეობის შესახებ დეტალებს ჯერ არ ავრცელებს.

შეგახსენებთ, აშშ-ში ვიზიტის დროს ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აპირებს გამგზავრებას, რადგან ვლადიმირ პუტინს დაჰპირდა, რომ აღლუმს დაესწრება.