ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტები აქციას მართავენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია რამდენიმე მომიტინგე. 

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სტუდენტების თქმით, პროტესტი ეხება უნივერსიტეტებში არსებულ პირობებს და უმაღლესი განათლების ხარჯებს. სტუდენტები ითხოვენ ფინანსურ მხარდაჭერასა და სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობას.

აქციის მონაწილეები ალბანეთის განათლების სამინისტროს მიმართულებით აგურებსა და ბეტონის ბლოკებს ისროდნენ.

„ალბანეთს რაც სჭირდება, არის რევოლუცია, ცვლილება, სისტემის სრული დამხობა, რადგან ასე გაგრძელება არ შეიძლება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციას გამოეხმაურა ალბანეთის ვიცე-პრემიერი. მისი თქმით, ძალადობა გამოსავალი არ ყოფილა, არ არის და არც არასდროს იქნება.