ჰოლანდიის ერედივიზიონში მერვე ტურის შეხვედრები დასრულდა.
ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორმა“ სახლში „გრონინგენი“ მიიღო და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ირაკლი ეგოიანმა (Flashscore - 7.6) მინდორზე ბოლო წუთამდე იყო. მან 36-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან ანგარიში გაათანაბრა, მატჩის ბოლოს კი მასპინძელთაგან საუკეთესო შეფასების მიმღები გახდა.
„ექსელსიორი“ - „გრონინგენი“ 1:5(1:2)
გოლები: 7' მარკო რენტე 0:1, 36' ირაკლი ეგოიანი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 38' სტაინ ვან გასელი, საკუტარ კარში 1:2, 64' ტომ ვან ბერგენი, თერთმეტმეტრიანიდან 1:3, 67' ბრინიოლფურ ვილუმსონი 1:4, 90+5' მარკო რენტე 1:5
მოამზადა რაულ კაპანაძემ




