ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული სააგენტოები ავრცელებენ.  

Bering Air-ის თვითმფრინავი, რომელშიც ათი ადამიანი იმყოფებოდა, ალასკაში ხუთშაბათს გაუჩინარდა.

ახლახან ამერიკულმა მედია გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი Cessna 208B Grand Caravan EX იპოვა სანაპირო დაცვამ მისი საბოლოო დანიშნულების ადგილიდან, ნომიდან სულ რამდენიმე მილის დაშორებით.



თვითმფრინავში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სხვა მგზავრების ძებნა გრძელდება.

მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის მიერ აეროპორტთან მიახლოებისას სიმაღლის სწრაფად დაკარგვის და ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია.