ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური პრესა ავრცელებს.

დღეს ადგილობრივი დროით დილის 04:00 საათიდან, ნოტინგემის ცენტრში პოლიციამ ექვსი ქუჩა გადაკეტა. პოლიცია დილიდანვე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მომხდარი „სერიოზული ინციდენტის" გამო პოლიციელების და  სასწრაფო და სახანძრო სამსახურების  მნიშვნელოვანი ძალები მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და გზები გადაკეტილი იყო და სთხოვდა მოქწალაქეებს რომ შემოვლითი გზებით ესარგებლათ.

დაახლოებით 40 წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დილის 4 საათზე ერთ-ერთ ქუჩაზე 2 გვამი იპოვა. რამდენიმე ხნის შემდეგ იქვე ახლოს მდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე ფურგონი დაეჯახა სამ ადამიანს, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ კი ქუჩაში მესამე გვამი იპოვეს.

ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილია 31 წლის მამაკაცი, რომელიც  დააკავეს და პოლიციაში იმყოფება.

პოლიციელები მიიჩნევენ, რომ სამივე ინციდენტი ერთმანეთთან კავშირშია.

„გამოძიება საწყის ეტაპზეა და დეტექტივების ჯგუფი მუშაობს იმის ზუსტად დასადგენად, თუ რა მოხდა. საზოგადოებას ვთხოვთ მოთმინებას, სანამ გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის ქალაქში რამდენიმე გზა ჩაკეტილი დარჩება, რადგან გამოძიება გრძელდება“- აცხადებს ნოტინგემის პოლიცია.