აუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა მექაში სამმხრივ თავდაცვის პაქტს მოაწერეს ხელი. ექსპერტების თქმით, "მექას პაქტი" უფრო ფართო რეგიონალური ალიანსის დასაწყისია.

 
 
 
 
 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა.

ალ-ჯაზირას აღნიშნავს, რომ შეთანხმება რეგიონში არსებული არეულობის ფონზე დაიდო.

კატარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ასისტენტ-პროფესორის, აბდულა ბანდარ ალ-ეთაიბის თქმით, ეს პაქტი შეიძლება უფრო მასშტაბურ ალიანსად გადაიზარდოს.

"ეს, ვფიქრობ, გარდამტეხიო მომენტია რეგიონში. არ მგონია, რომ აშშ შეეწინააღმდეგოს, რადგან მათ სურთ ჰქონდეთ მეტი აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი ალიანსები მსოფლიოში და ეს არის თავდაცვითი შეთანხმებების ნაწილი, ის რისკენაც ფაქტობრივად მიისწრაფვის აშშ", - განაცხადა მან „ალ-ჯაზირასთან.

ალ-ეთაიბიმ აღნიშნა, რომ პაქტი "დაფუძნებულია სხვა სამმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებზე. მაგალითად, პაკისტანსა და თურქეთს აქვთ ვრცელი უსაფრთხოების შეთანხმებები რეგიონში. ასევე შეიძლება გავიხსენოთ შეთანხმებები თურქეთსა და კატარს, პაკისტანსა და ქუვეითს შორის... ძალიან ბევრია ასეთი".

"ვფიქრობ, ჩვენ დასაწყისს ვუყურებთ. ეს ჯერ პოლიტიკური ეტაპია, მხოლოდ ვაცხადებთ. პრაქტიკაში ჯერ ამის რეალიზება არ მოხდარა", - თქვა მან და დასძინა:  

"ვფიქრობ, სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანა ამას ჩათვლის ისეთ პოზიტიურ ნაბიჯად, რომელიც რეგიონს აერთიანებს. შესაძლოა, მომავალში უფრო მეტი მსგავსი ინიციატივა ვიხილოთ".  

წყარო: Al Jazeera