ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტო  China News Service ავრცელებენ.

ექვსი წლის ჩინელმა გოგონამ, ლიან იუნჟიმ რუბიკის კუბიკი 4.5 წამზე ნაკლებ დროში ააწყო და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ამ შედეგის მისაღწევად პატარა ვუნდერკინდი ერთი წლის განმავლობაში დღეში სამ საათს ვარჯიშობდა. ამ ხნის განმავლობაში მან თითქმის 1300 ამოხსნის ალგორითმი დაიმახსოვრა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ