რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული თანხა უკრაინის მხარდამჭერ საქველმოქმედო ფონდში ვერ გადაირიცხება მანამ, სანამ ბრიტანეთის კუნძულ ჯერსის მთავრობა მილიარდერის წინააღმდეგ გამოძიებას და სამართლებრივ დევნას არ შეწყვეტს.

„The Times“-ის ცნობით, გადარიცხვა „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული 2.35 მილიარდი გირვანქა სტერლინგიდან 1.4 მილიარდ გირვანქა სტერლინგ ეხება. გაზეთი აღნიშნავს, რომ აბრამოვიჩი აპირებს უგულებელყოს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მოთხოვნა „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული ყველა შემოსავლის გაცემის შესახებ.

„The Times“-ის ცნობით, მილიარდერმა დაიქირავა იურისტების გუნდი, რომლებიც მას სასამართლო პროცესებში წარმოადგენენ. მათ შორისაა ერიკ ჰერშმანი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი. მილიარდერი საპასუხო სარჩელის შეტანას აპირებს .

„ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული 2.35 მილიარდი გირვანქა სტერლინის, 150 მილიონი გირვანქა სტერლინგის პროცენტთან ერთად, 2022 წლიდან რომან აბრამოვიჩის კომპანია „ფორდსტამ ლიმიტედის“ საბანკო ანგარიშზეა გაყინული. ჯერსის სასამართლოებმა ბიზნესმენის აქტივებიდან სულ 5.3 მილიარდ გირვანქა სტერლინგ მეტი გაყინეს.