სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და რუბიო ორმხრივი დღის წესრიგისა და რეგიონული განვითარების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ.
შეხვედრის შემდეგ, მირზოიანი და რუბიო პრესას მიმართავენ.
ცნობისთვის, აქამდე, 9 თებერვალს სომხეთს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი სი ვენსი ეწვია.




