ნობელის კომიტეტის თანახმად, 2023 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში კატალინ კარიკოსა და დრიუ ვაისმანს მიენიჭათ მათი აღმოჩენებისთვის ნუკლეოზიდური ბაზების მოდიფიკაციის შესახებ, რამაც შესაძლებელი გახადა COVID 19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინების შექმნა.
კატალინ კარიკო არის უნგრელი ბიოქიმიკოსი, რომელიც მუშაობს შეერთებულ შტატებში. 2022 წლამდე ის იყო BioNTech-ის ვიცე პრეზიდენტი, 202 წლიდან კი კომპანიის მრჩეველია. ის ასევე არის უნგრეთის სეგედის უნივერსიტეტის პროფესორი და პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის მედიცინის სკოლის ასისტენტ-პროფესორი
დრიუ ვაისმანი 1987 წლიდან არის მოლეკულური ბიოლოგი და ვაქცინების კვლევის პროფესორი პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის მედიცინის სკოლაში.
BREAKING NEWS
— The Nobel Prize (@NobelPrize) October 2, 2023
The 2023 #NobelPrize in Physiology or Medicine has been awarded to Katalin Karikó and Drew Weissman for their discoveries concerning nucleoside base modifications that enabled the development of effective mRNA vaccines against COVID-19. pic.twitter.com/Y62uJDlNMj




