ტრამპის დაახლოებით 700-სიტყვიანი აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ორშაბათს გვიან გამოქვეყნდა, არის ის, რაზედაც მან ისაუბრა საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მაგრამ პრეზიდენტის საიმიგრაციო პოლიტიკის გამო სავარაუდოდ გაჭიანურებული სამართლებრივი ბრძოლის ფონზე, მისი წარმატება გაურკვეველია, - წერს „ასოშეიტედ პრესი“.
დაბადების ადგილის მიხედვით მოქალაქეობა ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში დაბადებული ნებისმიერი ადამიანი არის შტატების მოქალაქე, მიუხედავად მათი მშობლების საიმიგრაციო სტატუსისა. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან შეერთებულ შტატებში ტურისტული ან სხვა ვიზით, ან ქვეყანაში არალეგალურად, შეიძლება გახდნენ შეერრთებული შტატების მოქალაქის მშობლები, თუ მათი შვილი შტატებში დაიბადება.
მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს უკვე ათწლეულებია არსებობს და კონსტიტუციის მე-14 შესწორებაშია გათვალისწინებული. მაგრამ ტრამპი და მისი მოკავშირეები კამათობენ შესწორების ინტერპრეტაციაზე და ამბობენ, რომ მოქალაქეობის სტანდარტები უნდა გამკაცრდეს.
მე-14 შესწორება დაიბადა სამოქალაქო ომის შემდეგ და რატიფიცირებულია 1868 წელს და მასში ნათქვამია, რომ „ყველა პირი, რომელიც დაიბადა ან ნატურალიზებულია შეერთებულ შტატებში და ექვემდებარება მის იურისდიქციას, არის შეერთებული შტატების და იმ შტატის მოქალაქეები, სადაც ისინი ცხოვრობენ“.
ტრამპის ბრძანება გამორიცხავს ავტომატურ მოქალაქეობას. მის თანახმად, ავტომატურად ვერ გახდებიან მოქალაქეები ის ადამიანები, რომელთა დედები კანონიერად არ იმყოფებოდნენ შეერთებულ შტატებში და რომელთა მამები არ იყვნენ აშშ-ს მოქალაქეები ან კანონიერი მუდმივი რეზიდენტები და პირები, რომელთა დედები იმყოფებოდნენ ქვეყანაში ლეგალურად, მაგრამ დროებით, და რომელთა მამები არ იყვნენ მოქალაქეები ან კანონიერი მუდმივი მცხოვრებნი.
ტრამპის განკარგულება ძალაში შედის 30 დღის შემდეგ, 19 თებერვალს.
რა რეაქცია მოჰყვა ტრამპის ბრძანებას?
პრეზიდენტებს შეიძლება ჰქონდეთ ფართო უფლებამოსილებები, მაგრამ ისინი არ არიან მეფეები. პრეზიდენტს არ შეუძლია კალმის ერთი მოსმით ჩამოწეროს მე-14 შესწორება, - ამბობს ნიუ ჯერსის გენერალურმა პროკურორმა მეტ პლატკინი.
„მე-14 შესწორება ამბობს იმას, რასაც ამბობს და ნიშნავს იმას, რასაც ამბობს - თუ დაიბადე ამერიკის მიწაზე, ამერიკელი ხარ. წერტილი“ და „ამ საკითხზე არანაირი ლეგიტიმური სამართლებრივი დებატები არ მიმდინარეობს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ტრამპი აბსოლუტურად არაა მართალი, ხელს არ შეუშლის მას სერიოზული ზიანი მიაყენოს ისეთ ამერიკულ ოჯახებს, როგორიც ჩემია“, - აცხადებს კონექტიკუტის გენერალურმა პროკურორი უილიამ ტონგი, დაბადების ადგილის მიხედვით შეერთებული შტატების მოქალაქე და ჩინური წარმოშობის პირველი არჩეული გენერალური პროკურორი.
ტრამპის ბრძანების ხელმოწერიდან მალევე, ემიგრანტების უფლებების დამცველმა ჯგუფებმა შეიტანეს სარჩელი მისი შეჩერების მიზნით.
ნიუ-ჰემფშირის, მეინისა და მასაჩუსეტსის სამოქალაქო თავისუფლებების ამერიკულმა კავშირმა, ემიგრანტების უფლებების დამცველ სხვა ჯგუფებთან ერთად, სარჩელი შეიტანა ნიუ-ჰემფშირის ფედერალურ სასამართლოში.
„ბავშვებისთვის მოქალაქეობის „ფასდაუდებელი განძის“ ჩამორთმევა მძიმე შეურაცხყოფაა. ეს ართმევას მათ უფლებას იყვნენ ამერიკულ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები", - ნათქვამია მათ განცხადებაში.
სარჩელს ხელს აწერენ ნიუ ჯერსის, კალიფორნიის, მასაჩუსეტსის, კოლორადოს, კონექტიკუტის, დელავერის, ჰავაის, მეინის, მერილენდის, მიჩიგანის, მინესოტის, ნევადა, ნიუ-მექსიკოს, ნიუ-იორკის, ჩრდილოეთ კაროლინის, როდ-აილენდის, ვერმონტის და ვისკონსინის შტატების გენერალური პროკურორები, სარჩელს შეურთდნენ აგრეთვე ქალაქები სან-ფრანცისკო და ვაშინგტონი.
განახლება 02:22
ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ბრძანების გასაჩივრების მიზნით არიზონამ, ილინოისმა, ორეგონმა და ვაშინგტონმა ასევე შეიტანეს ცალკე სარჩელი ფედერალურ სასამართლოში.