"1030 ბრიგადა სხვა გამოძახებაზე მიდიოდა, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან უჩვეულო ხალხმრავლობა და გაჩერებული ტრანსპორტი შენიშნეს.

ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მიწაზე იწვა, მის გარშემო კი პანიკაში მყოფი ადამიანები იყვნენ შეკრებილნი. ექიმი გურანდა მეტრეველი იხსენებს, რომ მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში, შეცვლილი ფერითა და გაფართოებული გუგებით დახვდათ, ბრიგადის წევრების მიერ წამებში მოხდა მისი მონიტორზე აყვანა, სადაც ასისტოლია დაფიქსირდა.

პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ გულის რითმი აღდგა. ჰოსპიტალიზაციის პროცესში სასწრაფო დახმარების მანქანაში, ექიმებს პაციენტის სიცოცხლისთვის ბრძოლა მეორედ მოუწიათ.

გულის გაჩერებიდან რამდენიმე წამში, ბრიგადამ უმოკლეს დროში ისევ შეძლო გულის მუშაობის აღდგენა, მამაკაცი ფორსმაჟორით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს",- ინფორმაციას ამის შესახებ Facebook გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს.