ამერიკის კინოაკადემიამ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს მიმართა თხოვნით შეირჩეს 2016 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან.
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კანდიდატი ფილმის ასარჩევად განაცხადების მიღებას. განიხილება ფილმები, რომლებიც აკმყოფილებს შემდეგ მოთხოვნას:
- 2015 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე 7 დღის ვადაში უწყვეტად იდგა/დადგება კინოთეატრში;
- აღნიშნულ ფილმს გააჩნდა ინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი);
- ფილმს მონაწილეობა უნდა ქონდეს მიღებული მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში.
- ფილმი, მის სათეატრო პრემიერამდე, არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით;
- ფილმის შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები და/ან რეზიდენტები;
- განაცხადში ფილმის მწარმოებელმა უნდა დაადასტუროს, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს და მას აქვს უფლება და სურვილი წარმოადგინოს ფილმი განსახილველად.
- განაცხადს მწარმოებელმა უნდა დაურთოს ფილმის ასლი DVD/BluRay ან DCP-ზე, ინგლისურენოვანი სუბტიტრების თანხლებით. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრინდება ფილმების განხილვის შემდეგ. DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში.
- წარმოდგენილი ფილმის ვარიანტი უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად, კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს.
- განაცხადს უნდა ერთვოდეს ფილმზე მომუშავე პირების სია (Credit List) იგლისურ ენაზე, კინოცენტრის/კინოაკადემიის შემოთავაზებულ ფორმატში.
- განაცხადს უნდა ერთვოდეს ფილმის გაშუქების მასალები ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (სტატია, რეცენზია, ბლოგი), ასეთის არსებობის შემთხვევაში.
- იმ შემთხვევაში თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კომერციულ კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 30 სექტემბრამდე ფილმი 7-დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე და დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.
- კვალიფიციური ფილმების ჩვენება კომისიის წევრებისათვის გაიმართება სექტემბერში
- კომისიის წევრების მიერ ამერიკის კინოაკადემიისთვის წარსადგენი ერთი ფილმი განხილვისა და კენჭისყრის შედეგად შეირჩევა.