საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთი დღეიდან ექსპლუატაციაში სრულად შევიდა.

ღონისძიებას დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრი მოტომე აკისავა და ადგილობრივი ხელისუფლება დაესწრო.

ზესტანოფი ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში სრულად შევიდა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56 კილომეტრიანი გზა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნულ პროექტს მნიშნელოვანი და უპრეცენდენტო უწოდა. მისი განცხადებით, ავტობანი ერთმანეთთან დააკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს და ავტობანების მეშვეობით ქუთაისი გახდება სატრანსპორტო ჰაბი, საიდანაც ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მარტივად გახდება შესაძლებელი.