საქართველოს მოსახლეობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება სამუშაოები 2023 წელსაც, ამჟამად მიმდინარე და დაპროცესებულია 110-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, ქვეყნის 165-ზე მეტ ლოკაციაზე. 2023 წელს პროექტების დასრულების შედეგად 200 - ათასამდე ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უწყვეტი წყალმომარაგებით. კომპანიის 2023 წლის ბიუჯეტი შეადგენს 500 მლნ. (დამატებით სუბსიდია სესხის მომსახურების უზრუნველსაყოფად - 20 მლნ.) ლარს, საიდანაც 250 მლნ. ლარი ფინანსდება დონორი ორგანიზაციებიდან, ხოლო 250 მლნ. ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების შესახებ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილე აკაკი მშვიდობაძე გვესაუბრა.
ბატონო აკაკი, ქვეყნის რა ტერიტორიაზე ოპერირების კომპანია და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, დღეის მდგომარეობით, რამდენ პროექტს ახორციელებთ?
შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ურბანული ტიპის დასახლებებისთვის, ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა. დღეის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს ან უკვე დაპროცესებულია 100-მდე ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტი. ასევე 10-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდგომ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
ვისაუბროთ პროექტებზე, რომლებიც მიმდინარეობს ისეთ სოფლებში, სადაც არასდროს ყოფილა წყალმომარაგების ცენტრალიზებული ინფრასტრუქტურა
მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგების სექტორში გასული წლების განმავლობაში მრავალი პროექტი წარმატებით განხორციელდა და ასევე წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების ოდენობა ყოველწლიურად იზრდება, კვლავ გამოწვევად რჩება არაერთი საკითხი ამ მიმართულებით, ამასთან ერთად განსაკუთრებით იზრდება წყალმომარაგების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის. სახელმწიფოს მხრიდან წყალმომარაგებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი მუდმივად მზარდია, რაც ხელს უწყობს საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელებას.
საქართველოს მოსახლეობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე:
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის, აკეთისა და ღრმაღელის თემების სოფლებში, ასევე, სოფელ წიაღობანში. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნინოწმინდა, წყაროსთავი, ყანდაურა, ბადიაური, მანავი, პატარძეული, თოხლიაური, დიდი და პატარა ჩაილური. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ვეჯინი, კოლაგი, სოფელი გურჯაანი, ჭანდარი, ძირკოკი, ბაკურციხე, კარდენახი, ჯიმითი, ნანიანი, არაშენდა, დარჩეთი, ქოდალო, კაჭრეთი, ზემო კაჭრეთი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელებში: ძველი ანაგა, ანაგა, ვაქირი, ბოდბისხევი, ჯუგაანი, ტიბაანი, ქვემო მაღარო, ქვემო ბოდბე, საქობო, ქვემო მაჩხაანი, ფანიანი, ილიაწმინდა, ხირსა და ხორნაბუჯი. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: არბოშიკი, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო, ფიროსმანი, სამთაწყარო. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოთიში, ხაიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი, შავსაყდარი და ასურეთი. ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელი ტალავერში. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნაზარლო, ქესალო, ვახტანგისი, ნაზარლო. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კარალეთი, პატარა გარეჯვარი და დიდი გარეჯვარი. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გაღმა ახატანი, ახატანი, ბულაჩაური, მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფლებში: ცხვარიჭამია, თეზამი, კევლიანი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების წეროვანი, მუხრანი, გოროვანი.
სამშნებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ აღნიშნული სოფლების მოსახლეობა 24 საათიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონში მიმდინარე პროექტები, სადაც ხუთ ქალაქსა და 60 სოფელში შენდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა, რა ვითარება იყო დღემდე და რას პირდებით მოსახლეობას პროექტების დასრულების შემდეგ?
კომპანიის მენეჯმენტი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით ცდილობს სრულად მოიცვას დაფარვის არეალში არსებული რეგიონები წყალმომარაგების მომსახურებით. მიმდინარე და დაპროცესებული პროექტები პრიორიტეტების შესაბამისად გადანაწილებეულია ყველა რეგიონში. მათ შორის ერთერთი მნიშვნელოვანია, როგორც აღნიშნეთ, კახეთის რეგიონი, სადაც მიმდინარეობს არაერთი პროექტი როგორც ქალაქების, ასევე სოფლების მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად. მათ შორისაა:
ქალაქ საგარეჯოში დასრულების ეტაპზეა წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის (მეორე ეტაპი) სამუშაოები, შედეგად 8,600-მდე არსებული ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.
ასევე უკვე დაწყებულია საპროექტო სამუშაოები ქალაქ საგარეჯოში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით, რის დასრულების შემდგომაც განხორციელდება შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები. 2025 წლის ბოლოსთვის ქალაქ საგარეჯოს მაცხოვრებელი სრულად უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით.
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს არა მხოლოდ ქალაქ საგარეჯოში, არამედ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 9 სოფელში, სამუშაოების დასრულების შემდეგ 15,000 ზე მეტი ბენეფიციარი, რომელსაც მანამდე არ ჰქონია წვდომა ლიცენზირებულ წყალმომარაგებაზე, ისარგებლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.
საპროექტო სამუშაოები დაწყებულია ასევე ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის ამორტიზებული მილების რეაბილიტაციის მიზნით, შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შემდგომ 5400-მდე არსებული ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.
წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ამავე მუნიციპალიტეტის 18 სოფელში (არაშენდა, ახაშენი, ბაკურციხე, გურჯაანი, დარჩეთი, ველისციხე, ვეჯინი, ზეგაანი, ზემო კაჭრეთი, კარდენახი, კაჭრეთი, კოლაგი, მუკუზანი, ნანიანი, ქოდალო, ძირკოკი, ჭანდარი, ჯიმითი), სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული სოფლების სრული მოსახლეობა ისარგებლებს 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით.
ქალაქ თელავში დასრულების ეტაპზეა, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული, „წიწმატიანის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური წყალსადენის მოწყობის სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს წყალსადენის მაგისტრალური მილსადენის, სატუმბი სადგურის, საქლორატოროების მოწყობასა და წყალმიმღები შენობის მოდერნიზაციას. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივნისში იგეგმება. ასევე ქალაქ თელავში დასრულების ეტაპზეა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის - აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას.
აღნიშნული პროექტების დასრულების შედეგად 20 ათასამდე ბენეფიციარი ისარგებლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 24 საათიანი წყალმომარაგებით.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ამჟამად 6 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს ქალაქ დედოფლისწყაროსა (9 ქუჩა) და მუნიციპალიტეტის 14 სოფელს: არბოშიკი, არხილოსკალო, გამარჯვება, ზემო მაჩხაანი, ზემო ქედი, თავწყარო, მირზაანი, საბათლო, სამთაწყარო, სამრეკლო, ფიროსმანი, ქვემო ქედი, ჭოეთი, ხორნაბუჯი.
აღნიშნული პროექტების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოსთვის სამუშაოების დასრულების შედეგად, 7,500 ზე მეტი ბენეფიციარი, რომელსაც მანამდე არ ჰქონია წვდომა ლიცენზირებულ წყალმომარაგებაზე, ისარგებლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით, ხოლო 15,000 ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით.
ასევე მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მშენებლობის სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის 17 სოფელში: ანაგი, ბოდბისხევი, ვაქირი, ზემო ბოდბე, ზემო მაღარო, ილიაწმინდა, ნუკრიანი, საქობაო, ტიბაანი, ფანიანი, ქვემო ბოდბე, ქვემო მაღარო, ქვემო მაჩხაანი, ყარაღაჯი, ხირსა, ხორნაბუჯი, ჯუგაანი. აღნიშნული პროექტების დასრულების შედეგად, მოსახლოება ისარგებლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით.
ქალაქ ყვარელში მიმდინარეობს წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოწყობას, ჭაბურღილების, რეზერვუარებისა და წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობას. სამუშაოების დასრულება იგეგმება 2024 წლის ბოლოსთვის (ხელშეკრულებით 2025 წლის მარტში), რის შემდგომაც 10 000-მდე არსებული ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული, 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების მოწესრიგებული სისტემით. ასევე, მიმდინარეობს ქალაქ ყვარლის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტში დასრულების ეტაპზეა სოფელი მატანის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარე წლის ივლისის თვიდან 4 400-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით.
მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს თეთრწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში, ქალაქ ზესტაფონში, რა ეტაპზეა სამუშაოები?
ქალაქ თეთრიწყაროში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები, დღეის მდგომარეობით, შესრულებულია მთლიანი სამუშაოების 80%, პროექტის დასრულება იგეგმება მიმდინარე წელს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელში (მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოთიში, ხაიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი, შავსაყდარი და ასურეთი) მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, შესრულებულია მთლიანი სამუშაოების 70%, პროექტის დასრულების დაგეგმილია 2024 წლის ბოლოსთვის.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, დღეის მდგომარეობით, შესრულებულია მთლიანი სამუშაოების 45%, პროექტის დასრულება იგეგმება 2023 წლის ბოლოსთვის.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ 14,000-ზე მეტი არსებული ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო 7,500-ზე მეტი ბენეფიციარი, რომელსაც მანამდე არ ჰქონია წვდომა წყალმომარაგებაზე, ისარგებლებს 24 საათიანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით.
ქალაქ ზესტაფონში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდგომ, 2025 წლის ბოლოსთვის 23,000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.
წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურის კუთხით რა მდგომარეობაა საკურორტო ზონებში?
მოგეხსენებათ, ყოველწლიურად მზარდია საქართველოში ტურისტების რაოდენობა შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ჩვენი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია ტურისტულ ზონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. დღეის მდგომარეობით, საკურორტო ზონებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს არაერთი პროექტი, კერძოდ:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მიმდინარეობს „წვერმაღალას“, „წერეთლის“, „სანერგეს“ უბნებისა და მე-13 ქუჩის წყალმომარაგება-კანალიზაციის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები. (აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოწყობასა და წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობას. სამუშაოების დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის ივლისის თვეში.) ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში მიმდინარეობს სამი პროექტი, აღნიშნული სამუშაოები სრულად დასრულდება 2025 წლის ბოლოსთვის, პროექტების განხორციელების შედეგად, აბასთუმნის მოსახლეობა ისარგებლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების მოწესრიგებული სისტემით. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის წყალმიმღები და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები. დაბა ბაკურიანში მიმდინარეობს ორი პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია-მშენებლობას, წყალმომარაგება-წყალარინების ქსელის ამორტიზებული უბნების რეაბილიტაციასა და სასმელ-სამეურნეო ჭაბურღილის მშენებლობას. სამუშაოების დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოსთვის. 2023 წელს ხელშეკრულება გაფორმდა ქალაქ ბორჯომის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოებზე, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია სათავე ნაგებობებისა და რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სატუმბო სადგურებისა და საფილტრი სადგურის მშენებლობა, წყალმომარაგების ქსელის მოწყობა და მოსახლეობის გამრიცხველიანება.
რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიებს, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ ისინი ნაკისრ ვალდებულებას და რა ხდება სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების დროს?
ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ძირითადად კეთილსინდისიერად ასრულებენ. თუმცა, რიგ შემთხვევებში მათი მხრიდან ადგილი აქვს გადაცდომებს, უმეტესად სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით, რა დროსაც წყალმომარაგების კომპანიის მიერ კონტრაქტორების მიმართ ვრცელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები.
როგორ და რა პერიოდულობით ხდება წყლის ხარისხის კონტროლი და რამდენად შეესაბამება წყლის სტანდარტი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს?
სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი ხორციელდება ლაბორატორიული ქსელით, რომელიც მოიცავს შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’’ რეგიონულ და 43 სერვის ცენტრის ლაბორატორიას. წყლის ხარისხი კონტროლდება როგორც სათავე ნაგებობებზე, ასევე წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელისსხვადასხვა საკონტროლო წერტილში. სასმელი წყლის მონიტორინგი მიმდინარეობს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილების შესაბამისად. წყლის სინჯების ლაბორატორიული კვლევები ხორციელდება ორგანოლეპტიკურ, ფიზიკო-ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე. თავისუფალი ნარჩენი ქლორის მაჩვენებელი ყოველ საათობრივად მოწმდება, ხოლო რუტინული მაჩვენებლები ყოველდღიურად. სათავო ოფისში მდებარე შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საგამოცდო ლაბორატორიაში, რომელსაც მინიჭებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია, წინასწარ შედგენილი გრაფიკით თვეში ერთხელ ხდება თითოეული რეგიონიდან მიღებული, ე.წ. გეგმიური სინჯების სრული და კომპლექსური კვლევები. ასევე ხორციელდება არაგეგმიური კვლევები სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აღებული სინჯების, კომპანიაში შემოსული წერილებისა და დამკვეთის მიერ მოწოდებული სინჯების საფუძველზე. რა თქმა უნდა, კომპანიის ოპერირების არეალში არსებული წყლის სასმელად ვარგისიანობა.