ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყიფშიძის N2-4-ში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

ამჟამად, განათების ქსელი ეწყობა. პირველ ეტაპზე კი, დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟის შემდეგ სივრცე დაიყო ზონებად.

სამუშაოების შედეგად, 3500 კვ. მ ფართობზე მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა, ხეივანი, დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, სკვერი გამწვანდება.

მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

დასასვენებელი სივრცის პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს „კვადრელი“ აწარმოებს.