„საგანძურის მარათონში“ კონკურენცია სულ უფრო მძაფრდება - ამჯერად, მოთამაშეები არა მხოლოდ საკუთარი შედეგისთვის, არამედ საგვარეულოს პირველობისთვისაც იბრძვიან. თითოეული მონაწილის აქტივობა გავლენას ახდენს მისი საგვარეულოს საერთო შედეგზე, რაც ლიდერობისთვის ბრძოლას ყოველდღიურად ცვლის.
მარათონის მასშტაბს საპრიზო ფონდიც აჩვენებს - ფინალური ეტაპისთვის 50 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ამ ეტაპზე, უკვე გამოვლენილი და დასაჩუქრებულია დაახლოებით 200 გამარჯვებული 250 000-ლარიანი საერთო საპრიზო ფონდიდან.
მარათონის ფინალური ეტაპის მოახლოებასთან ერთად, ბრძოლა კიდევ უფრო საინტერესო ხდება - ვინ დაიკავებს პირველი ადგილს: ხარჯიანები, ბარათიშვილები, დოვლათიანები თუ ანაბრიძეები? პასუხი შესაძლოა ყოველდღიურად შეიცვალოს და საბოლოო გამარჯვებულს, სწორედ, მონაწილეების აქტიურობა გამოავლენს.
საგანძურისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. „საგანძურის მარათონში“ ჩართვა კი, თიბისის მობაილბანკიდან შეგიძლია - შემოდი, იპოვე შენი საგვარეულო და დაეხმარე მას ლიდერობის მოპოვებაში. ვინ იცის, იქნებ სწორედ შენმა აქტიურობამ შეცვალოს რეიტინგი.




