ვაკის გამგებელი რაიონთან დამეგობრებულ პოლონეთის ქალაქ ლომჟას ვიცე-მერს ანდრეი სტიპულკოვსკის და მერიის სხვა წარმომადგენლებს, ლუკას ჩეხს და გრჟეგორჟ დანიკუკს შეხვდა.
პოლონეთის დელეგაცია დედაქალაქს თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ესტუმრა, მომდევნო დღეებში კი ვაკის რაიონი, კერძოდ, ჭავჭავაძის გამზირი და მზიურის პარკი დაათვალიერეს. სტუმრები ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და ბეთანიის მონასტერშიც იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში,
ლომჟას მერიის წარმომადგენლები დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს საპატიო თბილისელების დაჯილდოვების ცერემონიაზე შეხვდნენ. გარდა ამისა, გამგებელ დავით კვინიკაძესთან მათ სხვადასხვა მიმართულებით
თანამშრომლობის განვითარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. სტუმრები ასევე სოფიკო ჭიაურელის სახელობის N54 საჯარო სკოლაში დირექტორს, ქეთევან ჩოქურს, პედაგობებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ.
თბილისის ვაკის რაიონის გამგეობასა და პოლონეთის ქალაქ ლომჟას მერიას შორის დამეგობრების მემორანდუმი მიმდინარე წელს გაფორმდა. ორ მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის და მეგობრობის საფუძველი ქალაქ ლომჟაში ჩაეყარა.