საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ დროისთვის, გზის განახლების სამუშაოები წყნეთში ილიკო სუხიშვილის ქუჩაზე ტარდება. პირველ ეტაპზე დაზიანებული ძველი ასფალტის დემონტაჟის შემდეგ ამჟამად ახალი საფარი იგება. სუხიშვილის ქუჩაზე რეაბილიტაცია 2000-მდე კვ. მ ფართობს ჩაუტარდება. პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ ახორციელებს.

გარდა ამისა, გზის საფარი წყნეთში, გორგასლის II შესახვევში და გურამიშვილის I შესახვევში, ასევე ყიფშიძის N8-ში განახლდა. აღნიშნულ ტერიტორიებზე მოეწყო გზის ახალი საფუძველი, ბორდიური და ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოების შედეგად, გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდა.